LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ძოწენიძე: „ვერ ჩამოვუსწარი, ძალიან მინდოდა, მის დაბადებას დავსწრებოდი, სექტემბერში ველოდებოდით და 30 აგვისტოს დაიბადა პატარა ანდრია ძოწენიძე…“

1680
გიორგი ძოწენიძე

ახლახან გიორგი ძოწენიძე მეორე შვილის მამა გახდა. მას და მია მაჩაბელს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ანდრია დაარქვეს. გიორგი დიდ ემოციებს ჟურნალ „სარკეს“ უზიარებს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

გიორგი ძოწენიძე:

„სექტემბერში ველოდებოდით და 30 აგვისტოს დაიბადა პატარა ანდრია ძოწენიძე, შეხედავ თუ არა, ეტყობა, რომ ბიჭია. პირველი შვილი გოგო გვყავს და თავიდანვე ეტყობოდა, ძალიან ნაზი იყო. მასთან შედარებით ანდრია ძალიან კაცური ბიჭია. ქერაა და რასაც ვუყურებ, მე მგავს.

იმ დღეს მარტვილში მქონდა კონცერტი. იქიდან რომ წამოვედით, ჩემს მეუღლეს სამშობიაროში მოუწია მისვლამ. თბილისში რომ ჩამოვედი, პირდაპირ სამშობიაროში მივედი, 5 წუთის დაბადებული იყო ანდრია. ვერ ჩამოვუსწარი, ძალიან მინდოდა, მის დაბადებას დავსწრებოდი, მინდოდა, ამ რთულ წუთებში მის გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ სიურპრიზი დამახვედრა, უკვე დაბადებული იყო. სხვათა შორის, ანიტა რომ დაიბადა, მშობიარობას დავესწარი და ყველა მეკითხებოდა, ალბათ, ამ პროცესის ყურება უფრო სანერვიულო. მე კი ვამბობდი, მშობიარობაზე დასწრება უფრო ნაკლებად სანერვიულოა, ვიდრე გარეთ ყოფნა-მეთქი. ამაში ახლა უფრო დავრწმუნდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები