LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფანგანი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პირველი საოპერაციო ცენტრის გახსნას დაესწრო

449
11

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი გიორგი ფანგანი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პირველი საოპერაციო ცენტრის გახსნას დაესწრო და კომპანიის ახალი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებს გაეცნო.

„მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ევროპული სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნა, რომელიც დამატებითი ინსტრუმენტი იქნება წყალმომარაგების საკითხების ფუნდამენტურად მოწესრიგებისა და კომპანიის მხრიდან მოქალაქეთა მიმართვიანობაზე დროული რეაგირებისთვის. სემეკის მიზანი და ამოცანაა, გაუმჯობესდეს წყალმომარაგების მიწოდება და მინიმუმამდე შემცირდეს ავარიებისა, თუ სხვადასხვა მიზეზით წყლის მიწოდების შეფერხების ფაქტები. ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ კომპანიასთან. მისასალმებელია, კომპანიის ახალი მფლობელის Aqualia-ს მიდგომა და პოლიტიკა მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში საიმედო, უწყვეტ წყალმომარაგებასთან  დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა მულტიფუნქციური ცენტრის დათვალიერებისას.

ქ. თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მდებარე მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი წყალმომარაგების სერვისების ეფექტიანი და ოპერატიული მართვის ევროპული მოდელია, რომელიც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალ მფლობელს, ესპანურ კომპანიაა Aqualia 17 ქვეყანაში აქვს დანერგილი.

კომპანიის ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე საოპერაციო ცენტრების გახსნა თბილისში რამდენიმე მისამართზეა დაგეგმილი, ასევე, ტაბახმელაში, ქ. რუსთავსა და ქ. მცხეთაში. ახალ საოპერაციო ცენტრებს ჯამში 42 საავარიო და 25 პრევენციული მონიტორინგის ჯგუფი მოემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები