„კვლევები ადასტურებს, რომ ძუძუთი კვება ამცირებს ისეთი არაგადამდები დაავადებების რისკს, როგორიცაა კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები როგორც დედებში, ასევე ბავშვებში“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
გიორგი ფხაკაძე შესაბამისი კვლევის შედეგებზე მიუთითებს და დედებს რეკომენდაციით მიმართავს:
„1-7 აგვისტო ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულია.
რეკომენდაცია დედებისთვის:
– დაიწყეთ ჩვილის ძუძუთი კვება დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში.
– ამყოფეთ ბავშვი ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე პირველი 6 თვის განმავლობაში.
– განაგრძეთ ძუძუთი კვება 2 წლის ასაკამდე ან უფრო დიდხანს“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
?? 1-7 აგვისტო ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულია.
?? კვლევები ადასტურებს, რომ ძუძუთი კვება ამცირებს ისეთი არაგადამდები…
Posted by Giorgi Pkhakadze on სამშაბათი, 01 აგვისტო, 2023