LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: “წინასაახალწლო სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც ბოტოქსის გაკეთებასაც აპირებს და კოვიდვაქცინისაც…”

548
269715825-4870681229621175-8044357786597160790-n

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

ფხაკაძე ამჯერად მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებიც ბოტოქსს იკეთებენ.

როგორც პროფესორი the wall street journal-ზე დაყრდნობით წერს, კოვიდვაქცინა სრულიად უსაფრთხოა მათთვის, ვინც ბოტოქსს იყენებს.

“წინასაახალწლო სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც ბოტოქსის გაკეთებასაც აპირებს და კოვიდვაქცინისაც.

კოვიდვაქცინა არის უსაფრთხო მათთვის, ვინც იყენებს ბოტოქსს❗️

გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდებული ბოტოქსის გაკეთება ვაქცინის მიღებამდე 2 კვირით ადრე, ასევე ბოტოქსის პროცედურიდან 2 კვირის შემდეგ. ანუ 4 კვირა თავი უნდა შეიკავოთ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ბოტოქსის პროცედურა უსაფრთხოა.

ჯანმრთელობას გისურვებთ,”-წერს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g