„მე არ მოვემსახურები რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს!!!“ – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ფხალაძე და მიუთითებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმების გადაწყვეტილების შემდეგ, თბილისის აეროპორტში სამსახურს ტოვებს:
„დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და 19 მაისიდან აღარ ვიმუშავებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში!“– აღნიშნავს გიორგი ფხალაძე.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 