მსახიობისა და მომღერალს, გიორგი ფოჩხუას 6 თებერვალს 31 წელი შეუსრულდებოდა.
მსახიობი 2012 წლის 14 ივლისს ანაკლიაში მოკლეს. მალევე სამართალდამცველებს აღიარებით ბექა ცობეხია ჩაბარდა, რომელსაც 13 წელი მიესაჯა.
გიორგი მაყურებელმა „რუსთავი 2“-ის პროექტებიდან, „ჯეობარი“ და „ვარსკვლავების აკადემია“ გაიცნო. ის ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის მსახიობი გახლდათ.
სწორედ ზემოხსენებული თეატრის „ფეისბუქ“-გვერდზე გამოჩნდა გიორგის ფოტო და მინაწერი:
„დღეს 31 წლის გახდებოდა… ჩვენი დიდი ტკივილი – გიორგი ფოჩხუა…
სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული, საოცრად კეთილი, ყურადღებიანი, თბილი და ხალისიანი ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედი, რომელიც დააკლდა ჩვენს თეატრს, ქალაქს…“