ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი „უკან იხევს“, ამის შესახებ გიორგი გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“უკან ვიხევ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველთვის ვიქნები უნივერსიტეტის გვერდით და ბრძოლას გავაგრძელებ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან.
ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ჩემს გვერდით, მაგრამ დღეს უნივერსიტეტში არის უმართავი მდგომარეობა. რაღაც ნაწილს თუ მაინც ეს პრობლემა მოაგვარებს, რომლებსაც ვითომდა ბრალდებები ჰქვია, მე მზად ვარ ეს გავაკეთო”, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა თუმცა არ დააკონკრეტა, ნიშნავს თუ არა „უკან დახევა“ კანდიდატურის მოხსნას.