LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო

134
გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო, რომელიც მოიცავს მუშაობის უფლებას.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

„ჩემი სტატუსი ბევრის საჭორაო თემა გახდა, ბევრს აღელვებს და აინტერესებს. არანაირი. მე აქ ვარ, დღეის მონაცემებით, რაც ატეხეს ერთი ამბავი ბინადრობის მოწმობასთან დაკავშირებით. ეს არის უბრალოდ ხანგრძლივი ვიზა, რაც მაძლევს შესაძლებლობას, ფორმალური პროცედურების სრული დაცვით ხანგრძლივი მოქმედების, მუშაობის ევროპაში. მუშაობაში მე არ ვგულისხმობ სამსახურის ძებნას. მუშაობის მათ შორის პარტიის ინტერესებში, ქვეყნის ინტერესებში, მათ შორის ექსპერტულ ინტერესებში. ჩვენ საექსპერტო წრეებთან რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტს ვამზადებთ, რომელიც სულ მალე ნათელი და ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის…

ჩვენ არ ვსაუბრობთ პოლიტიკურ თავშესაფარზე. ამისგან უნდათ რაღაც მითის შექმნა. არა, ეს არის მუშაობის უფლება, ეს მუშაობაც პირდაპირ დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ქვეყნის ევროპულ მომავალთან და ეს მუშაობა იქნება დაკავშირებული ექსპერტულ საქმიანობასთან ევროინტეგრაციის და ევროკავშირის გაფართოების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. ყველაფერი იქნება საქართველოს ირგვლივ“, – აღნიშნა გახარიამ.

კითხვაზე, სწორია თუ არა, რომ ეს არის ბინადრობის უფლება მუშაობის უფლებით, გახარიამ დადებითად უპასუხა.

„კი, რა თქმა უნდა. აბა, ახლა მე რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას აქედან, მათ შორის, რა თქმა უნდა, მე ყველა ის ფორმალური საკანონმდებლო პროცედურები უნდა დავიცვა, რომლებიც მაძლევს ევროპაში ხანგრძლივი დარჩენისა და მოღვაწეობის შესაძლებლობას. რა არის აქ უჩვეულო ან გასაკვირი. კითხვა რაშია, ვერ ვხვდები. ყოველ შემთხვევაში, დღეს ხაზგასმით ვამბობ, რომ უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ და აქ არაფერი გასაკვირი არ არის“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g