გიორგი გახარია, მისი მინისტრობისას დარბეული აქციის დაშავებულ მოქალაქეებზე კომენტარს აკეთებს. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ის „მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ“.
მაკო დაკარგული თვალის ადგილას პროთეზის ჩასმისთვის მკურნალობას თბილისში გააგრძელებს.
თვალის პროთეზზე საუბარი ჯერ არ ყოფილა - მაკო გომური საქართველოში დაბრუნდა [ვიდეო]
რამდენად იმსახურებდა გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ამ კითხვაზე მან ჟურნალისტებს პირდაპირ არ უპასუხა და განაცხადა, რომ მედიის ემოციურობა გასაგებია.
„მე მესმის თქვენი ემოციურობა დღეს, განსაკუთრებით 20 რიცხვში, ისიც კარგად მესმის, რომ ემოციურობა პირდაპირ უკავშირდება იმ აქციას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრს, პარლამენტი ირჩევს და ამისთვის საჭირო იყო კენჭისყრა“, – განაცხადა გახარიამ.
ვიდეოს შემდეგ გახარიამ დასვა კითხვა: "რატომ ესროლეს ტყვიები ბავშვებს".
პარლამენტში "გავრილოვის ღამის" ამსახველი კადრები გახარიას დიდი ეკრანიდან აჩვენეს [ვიდეო]
რაც შეეხება დღემდე აქტუალურ კითხვას, რატომ არ არიან კონკრეტულად ის სამართალდამცავები დაკავებულები, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ აქციის მონაწილეებს, ამაზე გახარია ამბობს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.
„აქციის მონაწილეების დამზიანებლები არიან დაკავებულები და გამოძიება გრძელდება და ყველა, ვინც ამ აქციის შეწყვეტის დროს ჩაიდინა გადაცდომა, იქნება დაკავებული“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.