„გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!“, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
შსს-ის ცნობით, რესტორან „ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირია დაკავებული
მისი თქმით, „რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან – ვინც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის!”.
შსს-ის ცნობით, ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით 8 პირია დაკავებული
„ბათუმში გუშინ და დღეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდები, მათე და ელიზბარი დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან სხვა ახალგაზრდები, ჟურნალისტები.
გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!
თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!
დაინიშნოს ახალი არჩევნები!“, – წერს გიორგი გახარია.