LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: საეჭვო კაცი ძალიან საეჭვო დროს ჩამოდის თბილისში და საეჭვო შეხვედრების შემდეგ აკეთებს ძალიან საეჭვო განცხადებას

432
გახარია

„საეჭვო კაცი ძალიან საეჭვო დროს ჩამოდის თბილისში და საეჭვო შეხვედრების შემდეგ აკეთებს ძალიან საეჭვო განცხადებას,“ – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში განაცხადა.

გახარიამ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

„მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“ – გიორგი გახარია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაზე

„ბიძინა ივანიშვილი თუ ფიქრობს და როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ მსგავსი პოლიტიკური თაღლითობით შეძლებს რაღაც დოზით მაინც შესძინოს ლეგიტიმაცია უკანონო რეჟიმს, რა თქმა უნდა, აქედან არაფერი გამოვა. ეს უბრალოდ ფუჭი მცდელობაა. სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა, მათ შემიძლია, ერთადერთი რამ ვურჩიო. უპირობოდ, სასწრაფოდ გაათავისუფლეთ აქციების შემდეგ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული. რა თქმა უნდა, სასწრაფოდ დაელაპარაკეთ ქართველ ხალხს და სასწრაფოდ დანიშნეთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი“ – ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g