LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: „სამწუხაროდ, დღეს „ქართული ოცნება“ ძალიან დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“

129
giorgi gaxaria

ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ ეტაპზე. „ქართული ოცნების“  სერიოზული პრობლემები დაიწყო დაახლოებით სამი წლის წინ, მაშინ როდესაც 20 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ პარტიის ინტერესები და კონკრეტულად ერთი ადამიანის ინტერესები უნდა დაეყენებინა ქვეყანაზე და სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა და ასე შეენარჩუნებინა ძალაუფლება“ – ეს განცხადება რადიო „ფორტუნას“ ეთერში გიორგი გახარიამ გააკეთა.

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემის „დღის თემა“ კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა და  „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობა შეაჯამა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე ფასეულობებს  უღალატა.

„რეალურად რა დაემართა „ქართულ ოცნებას“ ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან კარგად გამოჩნდა პირველ ოქტომბერს, როდესაც მიუხედავად ბევრი კარგი საქმისა,  რაც მათ წარსულში გაუკეთებიათ ეს პირველი ოქტომბერი ვერც იზეიმეს. პირველ რიგში, იმიტომ რომ ამ „ქართულ ოცნებაში“ უკვე ის ადამიანები, ფაქტობრივად, აღარ დარჩნენ.  შეიცვალა ფასეულობები,  მიზნები.  მაგალითად ამას წინად ვკითხულობდი „ქართული ოცნების“  2011 წელს ხელმოწერილ დეკლარაციას, მანიფესტს, რომლის ირგვლივაც  მაშინ ეს დიდი კოალიცია შეიქმნა. ძალიან სახალისო საკითხავი იყო, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავარი მიზნები იყო ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, ქვეყნის  ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ადამიანის უფლებები, სოციალური უფლებების დაცვა და კიდევ ბევრი რამ რის საპირისპიროდაც, სამწუხაროდ, დღეს „ქართული ოცნება“ მოქმედებს. ამიტომ ვამბობთ, ჩვენ ხშირად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე თავს, თავისივე ფასეულობებს უღალატა და სწორედ მაშინ დამარცხდა.

სამწუხაროდ, დღეს „ქართული ოცნება“ ძალიან დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“.  რაც შეეხება ლიდერს, ჩვენ ერთი ასეთი ავტოკრატიული  ბელადი გვყავდა მიშა სააკაშვილის სახით და ახლა  მას დაემატა მეორე, ბიძინა ივანიშვილის სახით. ძალიან სამწუხაროა ეს ჩემთვის, უაღრესად მძიმეა ამის გააზრება, რადგან მე დიდი ხანი ვმუშაობდი ამ გუნდში, ამ გუნდთან ერთად ვემსახურებოდი ქვეყანას და ბევრი რამ მაქვს გაკეთებული, რასაც „ქართული ოცნება“ დღეს ცუდად იყენებს,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები