LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: თუ საარჩევნო უბნებზე მივა 2 მილიონი ამომრჩეველი, მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 28%, ხოლო თუ მივა 1 მილიონი, მაშინ 60% – სწორედ აქ წყდება ქვეყნის ბედი, ყველაფერი ჩვენს ხელშია, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე

152
giorgi gaxaria

ფაქტია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია ამიტომ, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თუ ამომრჩეველი ხმას მისცემს პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ , ისინი არ დაუშვებენ „ოცნების“ დამარცხებას ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე შანსი ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნების.

„ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ჩვენ დავბრუნდით ზუსტად იქ, სადაც ვიყავით 2012 წელს. სწორედ ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეული თქვენგანი მივიდეს საარჩევნო უბნებზე და გააკეთოს თავისი გულწრფელი და რაც მთავარია თავისუფალი არჩევანი. 2021 წელს მუნიციპალური არჩევნების დროს „ოცნებამ“ 800 000 ხმა მიიღო. მას შემდეგ „ოცნებამ“ ბევრი რამ გააფუჭა. კორუფცია აქცია ძალაუფლების შენარჩუნების მთავარ ინსტრუმენტად, დაუპირისპირდა ჩვენს მეგობრებს, ქვეყანა მოაქცია იზოლაციაში, გარდა ამისა ბევრი რამ მოგვატყუა. რაც ყველაზე გასაკვირია, მოგვთხოვა ბოდიშის მოხდა იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოიარეს ეთნიკური წმენდა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლები. საბოლოოდ, „ოცნება“ და მისი ლიდერი იქამდეც დაეცა, რომ გასამართლებით დაემუქრა ახალგაზრდებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური არჩევანის და გემოვნების გამო. დღეს „ოცნების“ მაქსიმალური მხარდაჭერა, ყველაფერი ამის შემდეგ, არის მაქსიმუმ 600 ათასი ხმა. ამიტომ ფაქტია, რომ თუ საარჩევნო უბნებზე მივა 2 მილიონი ამომრჩეველი, ზუსტად ისე, როგორც მოხდა 2020 წელს, მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 28%, ხოლო თუ საარჩევნო უბნებთან მივა 1 მილიონი მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 60%. სწორედ აქ წყდება ქვეყნის ბედი, 1 მილიონი ამომრჩევლიდან 2 მილიონ ამომრჩევლამდე. ფაქტია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია ამიტომ, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“. ხმა მიეცით ნებისმიერ სხვას, ვისაც თქვენი გონება და რაც მთავარია, გული გიკარნახებთ. თუ გააფერადებთ 25 ნომერს, ხმას მოგცემთ ჩვენ, ჩვენ ზუსტად ვიცით როგორ გამოვიყენებთ თქვენ ხმებს, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ არ დავუშვებთ „ოცნების“ დამარცხებას ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე შანსი ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნების. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა დავამყაროთ მშვიდობა ამ ქვეყანაში ბალანსის პოლიტიკით, რადგან ჩვენ გვენდობიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია ცივსისხლიანად, გონივრულად, პრაგმატულად ესაუბროს რუსეთის ფედერაციას ქვეყნის დეოკუპაციის მიზნებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები