საქართველოს პარლამენტის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის ბიუსტი გამოჩნდა. აქტივისტების თქმით, ბიუსტს წითელი ღილაკი აქვს და თუ მას დააჭერთ, გიორგი გახარია ბოდიშს მოიხდის. აქცის მიზანი 2018 წლის 12-13 მაისის მოვლენების გახსენებაა.
შეგახსენებთ, 2018 წლის 12 მაისის ღამეს, პარასკევს შსს-მ ორ ღამის კლუბში საპოლიციო ოპერაცია ერთდროულად დაიწყო, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცველებმა კი ადმინისტრაციული წესით აქციის ათობით მონაწილე დააკავეს.
ორ დღიანი პროტესტის შემდეგ აქციის მონაწილეებთან შს მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, მან შეკრებილებს ბოდიში მოუხადა და სხვა დაპირებებთან ერთად, პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომების გამოძიების პირობაც მისცა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ეს ბიუსტი ხალხისთვის იმის შეხსენებაა, თუ რა პირობები მიიღეს ერთი წლის წინ ამ ადგილას. გახარიას ბიუსტი კი „ბოდიშს იხდის, რომელსაც ფასი არ აქვს“.