LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიასთვის, 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა

115
გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა.

ბერდია სიჭინავა: „გიორგი გახარია აბსოლუტურად უდანაშაულოა ნებისმიერ წარდგენილ ბრალდებაში და მისი ბრალეულობის შესახებ დაშვების გაკეთება, მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება“

გიორგი გახარია: „ჩემს წინააღმდეგ ბრალდებები აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან“

გიორგი გახარიას თქმით, მის მიმართ წაყენებული ბრალდებები კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო.

ბრალდების მხარე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასთვის პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g