ექიმმა გიორგი ნიკოლიშვილმა ჟურნალისტებთან კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის კონტაქტურია. მისივე თქმით, მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში გრძელდება.
“ამოღებულია გლუვი უცხო სხეული, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნება. პაციენტი კონტაქტურია“, – აღნიშნავს გიორგი ნიკოლიშვილი.
შეგახსენებთ, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მომუშავე ექიმმა კლინიკის დირექტორი, დერმატო-ვენეროლოგი, გიორგი გალდავა დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.