ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“ ავრცელებს ინფორმაციას საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ – კოლხური კოშკი სახელმწიფოს გადასცეს.
გთავაზობთ სტატუსს:
„არ მიყვარს პირადი სახის ინფორმაციის ან ყოფილი თუ მომქმედი ოჯახის წევრების ამბების გასაჯაროება და მათზე საუბარი (მერე, ხელმოცარულების მიერ, ამ ამბების ათასგვარი ინტერპრეტაცია). არ არის ეს სწორი და ჩემს აზრით, არც aხლა არის მაგის დრო, როდესაც მსოფლიო, რუსეთმა ასეთი გამოწვევის წინაშე დააყენა.
უბრალოდ, საქმე ეხება შემდეგს, მე, როგორც მამაჩემის და ბაბუაჩემის მემკვიდრეს, განზრახული მაქვს, კოლხური კოშკი მის ისტორიულ საზღვრებში გადავცე სახელმწიფოს მისი შემდგომი დანიშნულების განსაზღვრის მიზნით. მხედველობაში მაქვს მუზეუმის მოწყობა და მისი კულტურული დატვირთვა.
მავანნი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და ათასგვარი გზით ცდილობენ ამ ყველაფრის არდაშვებას. ლაფს ასხამენ სახელმწიფოს, გაუგონარ საქციელს სჩადიან და ჩემ აზრით, ეს ხალხი უფრო ზიანს განიცდიან, ვიდრე მათი ადრესატები.
ჩემი გადაწყვეტილება უცვლელია, ქართული სახელმწიფო მიიღებს კოლხურ კოშკს განკარგვაში და დარწმუნებული ვარ, გამოიყენებს დანიშნულებისამებრ, ხოლო კოშკის გარშემო სხვა ტერიტორია, მოხმარდება ცოტნეს რეაბილიტაციის პროცესს…“
არ მიყვარს პირადი სახის ინფორმაციის ან,ყოფილი თუ მომქმედი ოჯახის წევრების ამბების გასაჯაროება და მათზე საუბარი(მერე,ხელმოცარულების მიერ,ამ ამბების ათასგვარი ინტერპრეტაცია).არ არის ეს სწორი და ჩემის აზრით არც ეხლა არის მაგის დრო,როდესაც მსოფლიო,???ასეთი გამოწვევის წინაშე დააყენა
— George Gamsakhurdia (@GeorgeGamsa1979) March 16, 2022