LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გამსახურდია: სააკაშვილის ზვიად გამსახურდიასთან შედარება იგივეა, რომ პაციფისტის საფლავზე ტანკის ძეგლი დადგა

290
BeFunky-collage

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია აცხადებს, რომ დიდესი დანაშაული, როდესაც ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილს ერთმანეთს ადარებენ. ამის შესახებ მან „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

“ჩემმა ძმამ, ერთხელ მაგალითი მოიტანა, ეს იგივეა რომ პაციფისტის საფლავზე ტანკის ძეგლი დადგაო”, – თქვა გიორგი გამსახურდიამ.

მისივე სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილი კარიკატურული პერსონაჟია, “თავისი დღევანდელი ქცევით და კლოუნადით”.

“ეს კარიკატურული პერსონაჟი ახლა ერის მამას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას შეადარო, დანაშაულია. წარსულში გვახსოვს, რომ ჟორიკა რურუასაც ადარებდნენ მერაბ კოსტავას. ვკითხულობდი, „ნაცსექტის“ კედელზე როგორ დაათრევდნენ კედლიდან კედელზე ამ სურათს. ეს არის ზუსტად დეგრადაცია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ყველა ადამიანი მენანება, რომელიც არასწორ გზაზე დგას, მაგრამ თავიანთი შეგნებით ეს ხალხი ფიქრობს, რომ სწორ გზაზეა და ღმერთმა მაგ სიმართლითა და სისწორით გაუმარჯოთ“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

ამავე გადაცემაში მან აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემს ზვიად გამსახურდიას მომხრეებისა და მიმდევრების სახელით სპეკულირების საშუალებას.

„ამიტომ ვიმყოფები ზუგდიდში და ვიქნები შემდეგი დღეები, რომ მათი მხრიდან არავინ მოახდინოს მამაჩემის სახელით მანიპულირება“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g