ახალგაზრდა ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი 2024 წლის ოქტომბერში, ბეთჰოვენის ფესტივალზე რეზიდენტ არტისტის სტატუსით წარდგება.
ამის შესახებ გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში წერს და საკონცერტო პროგრამას აქვეყნებს:
„ამდენი ხანი როგორ შევიკავე თავი, არ ვიცი. ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ არტისტი გავხდი 2024 წლის ოქტომბერში, 4 კონცერტით.
6 ოქტომბერი – ფესტივალის გახსნა. დავუკრავ ,,ეროიკა” ვარიაციებს.
10 ოქტომბერი – მე და ნინი ნუცუბიძეს გვექნება პრემიერა, როგორც დუეტს, ქართული სიმღერებით.
12 ოქტომბერი – მე და ნიკალა ზუბიაშვილი „სერიოზული მუსიკით”. ელექტრონული და კლასიკური მუსიკის სინთეზი.
15 ოქტომბერი – რაც ყველაზე მეტად მახარებს, ანსამბლ ,,რეზონანსთან” შევასრულებ, ვიდირიჟორებ და პრემიერა მექნება:
შნიტკეს საფორტეპიანო კონცერტის კამერულ ორკესტრთან ერთად,
ყანჩელის ,,ვალს-ბოსტონის” კამერულ ორკესტრთან ერთად.
და ჩემი ნაწარმოების!!! კამერული ორკესტრისთვის, ფორტეპიანოსა და ელექტრონული საუნდისთვის. მოკლედ, არც კი ვიცი, რამდენი მადლობა უნდა ვთქვა“, – წერს გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში.
ამდენი ხანი როგორ შევიკავე თავი არ ვიცი😭💘 ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ არტისტი გავხდი 2024 წლის ოქტომბერში, 4…
Posted by Gigashvili Giorgi on ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2024