ფეროლის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალში ორი ქართველია იმ 10 საუკეთესოს შორის, რომელიც კონკურსის ჟიურიმ შეარჩია. ნახევარფინალში, 25 საუკეთესო მონაწილეს შორის კიდევ ორი ქართველი გახლდათ, ეკა ბოკუჩავა, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს და თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებულია და სანდრო გეგეჭკორი. სამწუხაროდ, ისინი კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ, სამაგიეროდ, ფინალში, რომელიც დღეს შედგება, ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან გიორგი გიგაშვილი და სანდრო ნებიერიძე.
დღეს, 6 მაისს, გახდება ცნობილი, ვინ გაიმარჯვებს ესპანეთში, საერთაშორისო კონკურსზე და იქნება თუ არა პირველადგილოსანი ქართველი პიანისტი.