პიანისტი გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიხის სტიპენდიატი გახდა. ამის შესახებ ის თავად წერს სოციალურ ქსელში და ამ ღირსშესანიშნავი ამბის აღსანიშნად, მილოცვებსაც სიამოვნებით იღებს.
„ახდა ოცნება და ახდა ყველა კეთილი სიზმარი!
გავხდი, მისი ინიციატივით, მართა არგერიხის სტიპენდიატი და ვინც ბედნიერია, მათზე ბედნიერი ვარ დღეს“.
მარტა არგერიხი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიანისტი გახლავთ, რომელიც 2020 წელს საქართველოსაც სტუმრობდა. სწორედ აქ შეხვდა ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ კოლეგას.