LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გილიგაშვილი: „გადავწყვიტე, მთაწმინდაზე ვაჟა-ფშაველასთან, ქაქუცასთან და ნოდართან გამეტარებინა ჩემი დაბადების დღე“

241
გიორგი გილიგაშვილი

მსახიობი გიორგი გილიგაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ 4 აგვისტოს ნომერში საკუთარ გამორჩეულ დაბადების დღეებს იხსენებს.

„დღეს დავიბადე დიდი ხნის წინათ…“ – გიორგი გილიგაშვილი იუბილარია

რუბრიკაში – „განსაკუთრებული დღესასწაული“, გიორგი გილიგაშვილი ჰყვება თუ როგორ აღნიშნავს დაბადების დღეებს და აღნიშნავს, რომ გასულ წელს მან ეს დღე მეგობრებთან ერთად მთაწმინდაზე გაატარა.

„14 ივლისს გახლავართ დაბადებული. „1988 წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის 100 წლის თავზე, ვაჟა-ფშაველასა და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს. ძალიან ვხარობ, რომ ამ სამი უდიდესი ქართველის დაბადების დღეს ინება უფალმა ჩემი დაბადება…

საოცარი არის ყოველი დაბადების დღე. შარშან გადავწყვიტე, ჩემს ძმაკაცებთან ერთად, მთაწმინდაზე, ვაჟასთან, ქაქუცასთან და ნოდართან გამეტარებინა ჩემი დაბადების დღე.

ჩემმა უსაყვარლესმა თელაველმა ძმამ საოცარი ქინძმარაული მომართვა საჩუქრად, ჩემმა უმცროსმა ძმამ – საოცარი „დედას პურები“. პურითა და ღვინით აღვნიშნე ჩემი დაბადების დღე. მთაწმინდის ერთ-ერთ უსაყვარლეს მოძღვარს ვთხოვე, პანაშვიდები გადაეხადა ამ სამი უდიდესი ადამიანისთვის. ჩვენ იქ ვიყავით, მათ საფლავზე ვსვამდით მათ სადღეგრძელოს, უფლის სადიდებელს და საქართველოს ვლოცავდით და ვილოცავდით თავსაც.

ვინც კი მირეკავდა, ჩემი მეგობრებიდან, იქ ამოდიოდნენ და თითო ჭიქით შესანდობარს და სადიდებელსაც ამბობდნენ“, – იხსენებს გიორგი გილიგაშვილი ინტერვიუში, რომელსაც ვრცლად გაეცნობით ჟურნალ „თბილისელების“ 4 აგვისტოს ნომერში.

გიორგი გილიგაშვილი სიყვარულის ძიებაშია: „არ ვაკლებ ჩემს ქორშევარდნისებრ მზერას ჩემ გარშემო მშვენიერებს, რომ აღმოვაჩინო ის ერთადერთი, რომელიც ჩემს ვარსკვლავზეა გაჩენილი და მე – მისაზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g