LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

101

საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა)  წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

გიორგი გიორგანაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავება. დაცვის მხარე ამბობს, რომ გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკები დაკავებისას ჩაუდეს.

დღეს, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა ორმა მოწმემ. 

mazda magti 5g