LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გრიგოლია – მიხეილ სააკაშვილთან უკვე კახექსიური მდგომარეობაა, რაც შეიძლება გართულდეს სისხლდენებით, ინსტულტით და ინფარქტით

191
giorgi-grigolia_w_h

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, გიორგი გრიგოლიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სრული განკურნება ამ პირობებში შეუძლებელია.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, მას არანაირად არ ეხსნება სტრესი, რამაც მისი დღევანდელი მდგომარეობა გამოიწვია.

ახლა უკვე კახექსიური მდგომარეობაა. კახექსია წონის განლევას ნიშნავს. მისი მდგომარეობა ისეთ დონემდეა მისული, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს. პირველ რიგში კახექსია სისხლდენებით რთულდება ხოლმე, შეიძლება ინსულტიც, შეიძლება ინფარქტიც, რა სუსტი წერტილიც აქვს ორგანიზმში, ის რთულდება ხოლმე და ამ შემთხვევაში გადაუდებელი ინტენსიური თერაპია, რეანიმაციული ღონისძიებები სჭირდება, და ამისთვის ეს კლინიკა, რა თქმა უნდა, არის მზად, როგორც ყველა მრავალპროფილური კლინიკა.

რაც შეეხება განკურნებას, ეს უფრო მძიმე საკითხია. ჩვენ წინა დასკვნაშიც ვთქვით, რომ ვინაიდან, ჩვენს პირობებში მისი განკურნება არის შეუძლებელი, მაშინაც მივეცით რეკომენდაცია, რომ უკეთესი იქნებოდა, რაღაც დროით გადავადება მოხდეს ან და სადღაც იქნას გადაყვანილი. მოშორდეს აქაურობას რაღაც პერიოდი, სანამ არ განიკურნება ბოლომდე, ეს ჩვენი აზრია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას სახელმწიფო იღებს“, – განაცხადა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g