LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გველესიანის მეუღლე, ლინდა კიკოლაშვილი გიორგი მიქაუტაძის დედის სტატუსს ეხმიანება: „რა უხერხულია, როდესაც ასეთი საამაყო შვილის დედას უწევს მსგავსი კომენტარის გაკეთება…“

332
ლინდა კიკოლაშვილი

გიორგი გველესიანის მეუღლე, ლინდა კიკოლაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება გიორგი მიქაუტაძის დედის სტატუსს, სადაც ის აღნიშნავს, რომ გიორგი ქართველია, რადგან ქართველი მშობლები ჰყავს და თუ საჭირო გახდება, დაბადების მოწმობასაც გამოაქვეყნებს:

„რა უხერხულია, როდესაც ასეთი საამაყო შვილის დედას უწევს მსგავსი კომენტარის გაკეთება.

სულ მგონია, რომ როდესაც ადამიანი ბედნიერია, ამ სიბოროტეების წერისთვის არც სცალია და არც სურვილი აქვს. მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რომ მსგავსი ადამიანები ვერც სულიერ სიმშვიდეს და ვერც ბედნიერებას ვერ იპოვიან ცხოვრებაში, სანამ არ გათავისუფლდებიან ბოღმისგან და ბოროტი ფიქრებისგან. ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელმაც ზუსტად იცის, რომ დროებითია და გარდაიცვლება, მაგრამ მაინც ამდენ ბოროტებას ჩადის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g