ტრაგედია დატრიალდა ყოფილი დეპუტატის, თამაზ ნავერიანის ოჯახში. მისი ახალგაზრდა ვაჟი გარდაცვლილი იპოვეს. 17 წლის გიორგი ნავერიანი დამწყები მსახიობი იყო.
გიორგი ნავერიანის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.
„მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სპექტაკლის ,,ლუშნუს” მონაწილეს გიორგი ნავერიანის გარდაცვალების გამო.
გიორგი იყო სიცოცხლით, პოზიტივითა და კეთილი ენერგიით აღსავსე ახალგაზრდა, რომელიც თავისი არსებობით მუდამ ახარებდა მის გვერდით მყოფ ადამიანებს…
ვუსამძიმრებთ, პირველ რიგში, ოჯახს, ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს და ყველას. ღმერთმა გაგაძლიეროთ, სიტყვებიც კი ზედმეტია მწუხარების გადმოსაცემად.
გიორგი, ყველას ძალიან დაგვაკლდები.“ – ვკითხულობთ მესტიის კულტურისა და ხელოვნების სამძიმრის წერილში.
„სამწუხაროა ძალიან, ვუსამძიმრებ ოჯახს, სვანეთს. საქართველოს კიდევ ერთი კარგი ვაჟკაცი წაგვართვა ულმობელმა ბედმა. მშვიდად განისვენე იქ, სადაც შენსავით კარგი და უდროოდ სიცოცხლე შეწყვეტილი ბიჭები განისვენებენ. უფალმა შეგინდოთ და ნათელი შენს ლამაზ სულს“.
„უზომოდ ვწუხვარ და ვუთანაგრძნობ ოჯახს, ახლობლებს, მთელ სვანეთს, უდიდესი დანაკლისი და უსაშველო ტკივილია. უფალმა გაანათლოს მისი სული“, – წერენ სოციალურ ქსელში.
მარნეულის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის, წევრი იყო, „ქართული ოცნების“ კვოტით (2016-2020).
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სპექტაკლის ,,ლუშნუს" მონაწილეს გიორგი ნავერიანის…
Posted by მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი Mestia Culture and Art Center on ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025
