LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კალანდარიშვილი: ცესკო-მ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც კრწანისის საარჩევნო ოლქში 31-ვე უბანზე ამომრჩევლისთვის ტექნოლოგიური სიახლის შეთავაზებას უკავშირდება

73
გიორგი კალანდარიშვილი

კრწანისის ოლქის 31-ვე საარჩევნო უბანზე 2 ოქტომბრის არჩევნები ხმის დათვლის ელექტრონული საპილოტე პროექტის ფარგლებში ჩატარდება. დღეს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, კერძოდ კი 75-ე საჯარო სკოლასთან იმიტირებული პროცესიც შედგა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცესკო-ს გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება კრწანისის საარჩევნო ოლქში 31-ვე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლისთვის იმ ტექნოლოგიური სიახლის შეთავაზებას, მნიშვნელოვანია.

მისი განმარტებით, სიახლე ეხება ხმის დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებას საარჩევნო უბნებზე.

კალანდარიშვილის განცხადებით, ეს პირველ რიგში იქნება პრევენცია იმისა, რომ არ მოხდეს სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენის ყუთში მოთავსება.

„ბუნებრივია, პირველ რიგში, ეს იქნება პრევენცია იმისა, რომ არ მოხდეს სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენის ყუთში მოთავსება, იმავე ბიულეტენის ამავე ყუთში მოთავსება, ამასთანავე, მთავარი პოზიტიური ნოვაცია, რაც ამ ნაწილში გვაქვს, არის ის, რომ კენჭისყრის დასრულებისთანავე სულ რაღაც ერთ ღილაკზე ხელის დაჭერით, რამდენიმე წუთში ჩვენ ამ უბნების წინასწარი შედეგები გვექნება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს არის პილოტი, შესაბამისად, პილოტის დაზღვევის მიზნით, როგორც ეს ცესკო-ს თავმჯდომარემ თქვა, ბუნებრივია, ამ წინასწარი შედეგების შემდგომ, გამოყენებული იქნება ის ტრადიციული მეთოდი, რომელიც მატერიალური სახით ბიულეტენების გადათვლას ითვალისწინებს, რასაც კომისია ტრადიციული პროცედურების მიხედვით განახორციელებს.

„შესაბამისად, დღეს ჩვენ ვახორციელებთ ამ პილოტის სიმულაციას.  ჩვენ მოვიწვიეთ ჩართული მხარეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური გაერთიანებები და მედია, რათა ამ პილოტის განხორციელებამდე, თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ ვნახოთ ამ სიმულაციის დროს ის რისკები, რომელიც შესაძლოა, იყოს ამ პროცესში და ამ მოკლე პერიოდში, კენჭისყრის დღემდე ჩვენ უზრუნველვყოთ რისკების გადაზღვევა, რათა პილოტის ფარგლებში ამომრჩევლებს სრულყოფილი სერვისი შევთავაზოთ“, – დასძინა კალანდარიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, ამ პილოტის ფარგლებში ასევე იქნება პილოტირებული საარჩევნო კაბინები.

„როგორც იცით, თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციური კვოტით, ბატონმა სიორიძემ საზოგადოებას შესთავაზა გარკვეული რემოდელირება-რეკოსნტრუქცია საარჩევნო კაბინების, რათა სილუეტი საზოგადოებისთვის თვალსაჩინო იყოს,  ამომრჩეველმა გარკვეული მანიპულაციები არ მოახდინოს.

შესაბამისად, ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, ჩართულ მხარეებთან ერთად განგვეხილა აღნიშნული კაბინის რეკონსტრუქცია. დღეს უკვე გამოიკვეთა კაბინის რამდენიმე ალტერნატივა. საუბარი არის არსებული კაბინების რემოდელირებაზე. შესაბამისად, დღეს ასევე ამ კაბინების პილოტირების შესაძლებლობაც გვექნება “, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

magti 5g