LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კალანდარიშვილის სახლთან აქციის მონაწილე ახალგაზრდები მივიდნენ, ადგილზე სამართალდამცავების მობილიზებაა – კორდონის მიღმა იმყოფებიან „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც

181
აქცია

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან ახალგაზრდები მივიდნენ.

ადგილზე სამართალდამცავების მობილიზებაა. სამართალდამცველებს ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლამდე მისასვლელ ქუჩაზე ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.

ადგილზე შეკრებილი ახალგაზრდები სკანდირებენ: „გაჟონა, გაჟონა!“

კორდონის მიღმა იმყოფებიან „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

სამართალდამცავები ცდილობდნენ გიორგი კალანდარიშვილის სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გადაეყვანათ აქტივისტები, რა დროსაც პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, აქტივისტები ადგილობრივ მცხოვრებლებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ისინი ტერიტორიიდან განერიდებინათ.

„აქ მცხოვრებლებთან დაპირისპირებაში შედიან. ისინი გავიყვანეთ და აქედან აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ აქ მცხოვრებლებს. შესაბამისად, რომ არ დაიძაბოს ვითარება, რომ არ მოხდეს მათ შორის ფიზიკური, სიტყვიერი კონფლიქტი მოვუწოდეთ რომ რამდენიმე მეტრით ქვევით გადაინაცვლონ“, – განაცხადა მემანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g