გიორგი კალანდიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკშია გადაღებული მისი ლექციის დროს – მეფე ერეკლეს შესახებ მონათხრობმა ახალგაზრდების აღფრთოვანება გამოიწვია და კალანდია ტაშით დააჯილდოვეს: „აი, ასე დასრულდა დღეს ჩემი ლექცია, რომელიც ერეკლე მეფის ღვაწლის შესახებ ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში წავიკითხე. ვერც ერთი აღიარება და ჯილდო ვერ შეედრება ამ ემოციას. უპირველეს ყოვლისა, მადლობა ჩვენს საამაყო ახალგაზრდობას ამ ინტერესისა და დამოკიდებულებისათვის. მადლიერი ვარ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსი რომ ეს უნიკალური შანსი მომცა! მეფე ერეკლეს ღვაწლი კი დიდია და შეუფასებელი, ამაზე ახალგაზრდების დღევანდელი ოვაციებიც მიუთითებს…“