საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ლექტორი, ტრენერი და ბიზნეს ქოუჩი გიორგი კალატოზიშვილი, ჟურნალისტ გიორგი ლაფერაშვილის დასახმარებლად მზად არის, რამდენიმესაათი ტრენინგი ჩაატაროს, შემოსული თანხა კი მთლიანად გადაირიცხება გიორგი ლაფერაშვილთან, რომელსაც პროგრესირებადი ენცეფალიტი აქვს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
გიორგი კალატოზიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„მეგობრებო, მომავალ კვირას ჩვენი მეგობრის და უსაყვარლესი ადამიანის, გიორგი ლაფერაშვილის დასახმარებლად ჩავატარებ 3-4 საათიან ტრენინგს, თემაზე „ეფექტიანი კომუნიკაცია და საჯარო გამოსვლები”. ძალიან პრაქტიკულს, სავარჯიშოებით, დავალებებით. ფასი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, მათ შორის თქვენი სტუდენტებისთვის, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა შემოგვიერთდნენ ამ კარგ საქმეში.
ტრენინგიდან შემოსული მთელი თანხა გადაირიცხება გიორგი ლაფერაშვილთან. თქვენი იმედიც მაქვს ამ საქმის საინფორმაციო მხარდაჭერაში. ზღვაში წვეთია, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველა გზიდან და წყაროდან მოვახერხოთ საჭირო თანხების მობილიზება. მე ჯერ არ ვიცი, ლაფერას რამდენი სჭირდება. მაგასაც გავარკვევ მალე. მადლობა ჩემ მეგობრებს, რომლებიც უკვე მეხმარებიან ამ ტრენინგის ორგანიზებაში. მადლობა.“ – წერს გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში.