საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს გიორგი კაპანაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილმა კიევში, საკუთარ სახლში ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩებს უმასპინძლა.
“რამდენიმე საათის წინ, მიშა შეხვდა ევროკავშირის 20 ქვეყნის ელჩს.
ანუ, ევროკავშირის წევრი 20 ქვეყნის ელჩი ადგა და მივიდა მასთან სახლში, კიევში, იმისათვის რომ გაეგო მისი აზრი საქართველოსა და უკრაინის შესახებ.
ევროკავშირის 20 ქვეყანას აინტერესებს რას ფიქრობს, რას აპირებს, როგორია მისი გეგმები…
ევროკავშირის 20 ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი უსმენს და მასთან ერთად მსჯელობს…
მოკლედ ვიტყვი: კიდევ ერთი ისტორიული მომენტი დგება – მისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”, – წერს გიორგი კაპანაძე.