LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ანგელა მერკელს შეხვდება

77

საქართველოს პრემიერ–მინისტრი 15–16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელთან.

მხარეები საქართველო–გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომრომლობის საკითხებს და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრი და გერმანიის ფედერალური კანცლერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლები. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g