LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: „ყოველთვის იყო მკაფიო და გამორჩეული, არასდროს – მერყევი და ბუნდოვანი, ბევრი რამ გავიარეთ ერთად და ძალიან მიყვარდა, მისი აზრი ყოველთვის მაინტერესებდა – მაშინაც კი, როცა არ გვქონდა თანხვედრა პოზიციებში“

758
გიორგი კვირიკაშვილი

ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება.

ამის შესახებ კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ყოველთვის იყო მკაფიო და გამორჩეული, არასდროს – მერყევი და ბუნდოვანი. ბევრი რამ გავიარეთ ერთად და ძალიან მიყვარდა. მისი აზრი ყოველთვის მაინტერესებდა – მაშინაც კი, როცა არ გვქონდა თანხვედრა პოზიციებში. სულ მაკვირვებდა მისი განსაკუთრებული ნიჭი, ხედვა და გამბედაობა. დამაკლდება მეც და ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანასაც. ნათელში დაამკვიდროს უფალმა“ – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ჩვენს ოჯახს ბატონ ლევანთან დიდი ხნის მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს“ – ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს უსამძიმრებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g