LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა

92

ამალი-დევდორაკის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრს გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების გეგმა წარუდგინეს. გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის მონაწილეებს დაავალა სტიქიით გამოწვეული შედეგების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში აღმოფხვრა. ამ მიზნით გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების კოორდინაციას პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი განახორციელებს.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირი დაესწრო. პრემიერ–მინისტრმა სხდომის მონაწილეებისგან მოისმინა ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ, გაეცნო სტიქიის ადგილიდან მიღებულ ვიზუალურ მასალას და სპეციალისტების მიერ მომზადებულ დასკვნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g