საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა. ქადაგიშვილმა ამ პოსტზე ირაკლი შიოლაშვილი შეცვალა, რომელიც “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
ირაკლი ქაგადიშვილი იყო პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი. ასევე მუშაობდა კათოლიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი.