„ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა და მასთან ერთად ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ორი პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, დაკავებულების სასამართლოში გადაყვანა არ მომხდარა, შესაბამისად, მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების 48- საათიანი ვადა ამოიწურა, რის გამოც ისინი გათავისუფლდნენ.
ცნობისთვის, 16 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცესკო-მ 2026 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, ცესკო-სთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დაიწყეს, ისინი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევდნენ. სწორედ აღნიშნულ პერიოდში მოხდა 3 პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება.