ცნობილი მთარგმნელი, მწერალი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და სულის შემძვრელი ფრაზით ეხმიანება ახალ ამბავს იმის შესახებ, რომ მარიუპოლის თეატრში მყოფები, სარდაფში დამალულები, გადაურჩნენ რუსეთის მხრიდან დაბომბვას.
„ჩინოჰერნის თეატრის საზენიტო საფარი გადარჩა, ხალხი ცოცხლია, მიმდინარეობს მათი გამოყვანა,“ – ამის შესახებ „ტვიტერზე“ უკრაინელი პოლიტიკოსი სერგეი ტარუტა ავრცელებს ინფორმაციას.
გიორგი ლობჟანიძე კი წერს:
„მარიუპოლის თეატრის სარდაფში ყოფილხარ, ღმერთო!“