LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმეირას გუნდში გადავიდა

156

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე უახლოესი 2 წლის განმავლობაში პორტუგალიური პრიმეირა (უმაღლესი) ლიგის კლუბ “მორეირენსეს” ღირსებას დაიცავს. კონტრაქტი უკვე გაფორმდა. სეზონის ბოლოს მაკარიძე “ფეირენსეს” დაემშვიდობება და ახალი კლუბის განკარგულებაში გადავა.

ამ დროისთვის, “მორეირენსეს” პრიმეირა ლიგაში მე-13 ადგილი უჭირავს და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გასავარდნ ზონასთან 8 ქულა აშორებს. თუ სასწაული არ მოხდა, “მორეირენსე” ელიტაში ადგილს შეინარჩუნებს.

“ტრანსფერში მთავარი როლი ითამაშა იმან, რომ “მორეირენსეს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა პეპა, რომელიც ადრე “ფეირენსეში” ჩემი მწვრთნელი იყო. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღებაში”, – თქვა 26 წლის მაკარიძემ.

მაკარიძე 17 წლის იყო, როცა კლაუს ტოპმიოლერმა საქართველოს ნაკრებში ათამაშა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები