გუშინ ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსი, დათო ევგენიძე, რომელმაც ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია თურქეთში გაიკეთა, კლინიკიდან გამოწერეს. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსის მეუღლემ გაავრცელა. მოგვიანებით, დათო ევგენიძის შვილმა, ლიკა ევგენიძემ სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი და საჯაროდ გამოხატა მადლიერება მომღერალ გიორგი მახარაშვილის მიმართ, რომელმაც როგორც ცნობილია, დათო ევგენიძეს ღვიძლი გადაუნერგა.
„დათო გამოწერეს კლინიკიდან! Dato Evgenidze ✨❤️✨
Giorgi Makharashvili-მა სიცოცხლე აჩუქა! არ არსებობს სიტყვა, რომელიც ჩემს მადლიერებას გადმოსცემს! დიდი მადლობა Medical Park Hospital-ის უძლიერეს, პროფესიონალ ექიმებს, რომლებმაც ურთულესი ოპერაცია შეასრულეს, წარმატებულად.
მადლობა @liza_bagrationi ს რომ ამ პროფესიონალების ხელში აღმოგვაჩინა Dako Nesuashvili“, – წერს ლიკა ევგენიძე.
შეგახსენებთ, მუსიკოსი დათო ევგენიძე ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში რამდენიმე კვირის წინ გაემგზავრა.
„დასრულდა ურთულესი და ძალიან გრძელი ოპერაცია…კარგად არის ყველაფერი” – ლიკა ევგენიძე