LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მამალაძის ზიარების აკრძალვა მოხსნილია – საპატრიარქოს პრესსამსახური

17103417_1369572166397556_4271420645067717748_n

დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით აკრძალვა მოხსნილია. ამის შესახებ მამა ანდრიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც საპატრიარქოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

რაც შეეხება იმას, რომ საპატრიარქოს განცხადება მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებით საზოგადების ნაწილმა მუქარად აღიქვა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, ასეთი ინტერპრეტაცია სრულიად გადამეტებულია.

„განცხადებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ გადაწყვეტილება მისი უწმინდესობის მიერ არის მიღებული. საუბარია იმაზე, რომ მღვდელმსახურს შეუძლია აზიაროს. მღვდელმსახურში იგულისხმება როგორც მღვდელი, ასევე მღვდელმთავარი. ასე რომ, ამ განცხადებით ეს აკრძალვა არის მოხსნილი. რადგანაც მამა გიორგის ბრალეულობის გარშემო დამოკიდებულება არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ თავად გადაწყვიტოს იმ სასულიერო პირმა ზიარების საკითხი. რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც პასუხისმგებლობაზე არის საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი სულიერი პასუხსმგებლობა, რომელსაც ესა თუ ის სასულიერო პირი იღებს, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს ვინ აზიაროს და ვინ არა. საუბარი არ არის არანაირ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ აქ აჟიოტაჟი ზედმეტადაა შემოტანილი,” – განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრიამ.

საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ განცხადება, რომელშიც ნათქვამია: ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g