მოსამართლემ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღინისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა. დეკანოზის პატიმრობაში დატოვებას სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა. ამის საფუძვლად ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს ასახელებდა. დაცვის მხარემ კი იშუამდგომლა, დეკანოზი 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო.