LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მამარდაშვილი: კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი, არ ვამბობ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ

204
მამარდა

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რე გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა ეს­პა­ნეთ­თან ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მერ­ვე­დფი­ნალ­ში შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი.

როგორც მამარდაშვილმა აღნიშნა, თამაში რთული იქნება, მაგრამ ნაკრები მაქსიმალურს გააკეთებს.

„ჩემი აზ­რით, ეს­პა­ნე­თი ტურ­ნი­რის მთა­ვა­რი ფა­ვო­რი­ტია. სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ დიდი გული აქვს და მთე­ლი ძა­ლით უნდა ვიბ­რძო­ლოთ, რათა და­ვი­ნა­ხოთ, რა გა­მოგ­ვი­ვა. ევრო 2024 უკვე კარ­გად ჩა­ვა­ტა­რეთ, ახლა სი­ა­მოვ­ნე­ბა უნდა მი­ვი­ღოთ და ჩვენ­სას ბო­ლომ­დე ვე­ცა­დოთ. რთუ­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ამი­სათ­ვის მზად ვართ.

თა­ვის კარ­გად დაც­ვა და კონ­ტრშე­ტე­ვებ­ზე სწრა­ფად გა­დას­ვლა გვმარ­თებს. სა­ა­მი­სოდ წინ უნა­რი­ა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გვყავს.

ეს­პა­ნეთ­თან 1:7 წა­გე­ბუ­ლი მატ­ჩი? ვფიქ­რობ, მა­შინ არ გაგ­ვი­მარ­თლა. მე­ტო­ქე გუნ­დი­დან ყვე­ლა­ნი სა­ხი­ფა­თო­ნი არი­ან. ია­მა­ლი მა­ღა­ლი კლა­სი­საა, გო­ლე­ბის გა­ტა­ნაც შე­უძ­ლია და სა­გო­ლე გა­და­ცე­მე­ბის გა­კე­თე­ბაც. აგ­რეთ­ვე ლა ლი­გის სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რე ჰყავთ. ბრძო­ლა და კონ­ცენ­ტრა­ცია მოგ­ვი­წევს, რა­საც აქამ­დე ვა­კე­თებ­დით.

ეს­პა­ნეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი მთე­ლი პე­რი­ო­დი კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. სა­ნი­ოლ­მა გვი­თხრა, რომ ჩვენს დო­ნე­ზე უნდა დავ­რჩეთ. ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბა­ზე ჩემი სა­უ­კე­თე­სო მო­გე­რი­ე­ბა ის იყო, რო­დე­საც პორ­ტუ­გა­ლი­ელ დი­ო­გუ და­ლოტს არ გა­ვა­ტა­ნი­ნე, თუმ­ცა გოლი რომ გა­სუ­ლი­ყო, მა­ინც არ ჩა­ით­ვლე­ბო­და, რად­გან VAR-მა იქამ­დე ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ პე­ნალ­ტი და­ა­ფიქ­სი­რა.

ჩემი მო­მა­ვა­ლი „ვა­ლენ­სი­ა­ში“ ეს­პა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა. მი­ქა­უ­ტა­ძე ძა­ლი­ან კარ­გი თავ­დამ­სხმე­ლია და მგო­ნია, ისიც მალე ძა­ლი­ან დიდ კლუბ­ში გა­და­ვა.

კვა­რა­ცხე­ლია უკე­თე­სია, ვიდ­რე მთე­ლი ეს­პა­ნე­თი. არ ვამ­ბობ, რომ გა­ვი­მარ­ჯვებთ, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებთ და ვნა­ხავთ, რა მოხ­დე­ბა,“ -აღნიშნა მამარდაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები