LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა – მისი სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროა

213
გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანეთის კლუბ „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი Transfermarkt-ზე მეკარეების სატრანსფერო ღირებულების ცხრილში დაწინაურდა.

Transfermarkt-ის მიხედვით, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევრო გახდა.

21 მარტს განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე, სატრანსფერო პორტალზე გიორგი მამარდაშვილის ღირებულება 35 მილიონ ევროს აღწევდა.

ამ დროისთვის, გიორგი მამარდაშვილის მსგავსად, 45 მილიონი ევროა „პორტუსა“ და პორტუგალიის ნაკრების მეკარის, დიოგო კოშტას სატრანსფერო ღირებულებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები