LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი აქციაზე მივიდა

295
Untitled

გიორგი მარგველაშვილი აქციაზე მივიდა. ამ დროისთვის ის აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

„ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით. ჩემი მეგობრის სიტყვებია, რომელიც გარდაიცვალა და რომელიც მე მაშინებდა, რომ თავისუფლების ხე დრო და დრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა. და ეს სისხლი დღეს არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ იქნებით ამითი გაერთიანებულები და თქვენ არ შეგეშინდებათ,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესები 9 აპრილის ღამეს შეადარა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ სახით უპირისპირდება სუსტი ძალა.

„მე მჯერა, რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და  ძალიან წმინდა. იმ ხალხს, ვინც სამწუხაროდ, დღეს თქვენ დაგიპირისპირდათ ძალიან სუსტი ილეთები გააჩნიათ თქვენ წინააღმდეგ. მმართველ გუნდს დღეს დარჩა რაღაცნაირი მდარე პიარი, მდარე ჭორაობის დონის ბოტები. რაღაცნაირი კრახაბორული ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება და იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და აქ არის ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები