საქართველოს პრეზიდენტი კუბის ყოფილი ლიდერის, ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ბატონი ფიდელ კასტრო იყო განსაკუთრებული ლიდერი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია კუბის სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და მეოცე საუკუნის მსოფლიოზე.
მინდა ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გამოვხატო პრეზიდენტის ოჯახისა და კუბელი ხალხის მიმართ. მჯერა, რომ ფიდელ კასტროს სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს კუბისა და მსოფლიოს ისტორიაში, “- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.