საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიის ქალაქ გენუაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველო იტალიის ხალხსა და მთავრობას სოლიდარობას უცხადებს“, – წერს გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
My deepest condolences over the bridge collapse in Genoa, #Italy. Georgia stands with the Italian government and people in solidarity.
— Giorgi Margvelashvili (@MargvelashviliG) August 14, 2018
გენუაში ხიდი ჩამოინგრა. შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 13, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 20 ადამიანი.