LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი: მცირე ბიზნესი ჯერ კიდევ დიდი ბიზნესის ჩრდილშია

104

ჩვენ შევძელით და ბიზნესზე წნეხი ნამდვილად აღარ ხორციელდება, ბიზნესი დღეს თავისუფალია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „მცირე და საშუალო ბიზნესი ჯერ კიდევ ძალიან მცირე მოცულობით არის ჩვენს ქვეყანაში და ჯერ კიდევ დიდი ბიზნესის ჩრდილშია“.

“ჩვენ შევძელით და ის წნეხი, რომელიც იყო ბიზნესზე, ნამდვილად აღარ ხორციელდება და ბიზნესი თავისუფალია. ეს ნამდვილად პოზიტიური და წინ გადადგმული ნაბიჯია. მივესალმები პრემიერის ინიციატივებს საგადასახადო მიმართულებით. ესეც გვაჩვენებს, რომ პოზიტიური ნაბიჯია. მივესალმები სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშეწყობას, თუმცა 2020-ის მიზანი სოციალური თანასწორობის მიმართულებით სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს საზოგადოებაში მაღალი უთანასწორობაა, და ეს ფაქტია. ამ უთანასწორობის ფონზე სერიოზული დარტყმა იყო ჩვენი მოსახლეობისთვის ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა საბანკო სესხებთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ეროვნული ბანკს მადლობა გადაუხადა იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ის დგამს, სტაბილურობისა და მომავლის განჭვრეტისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g