LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება? – რას აცხადებენ პარტიაში

176
fortuna.ge

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხდება.

მათივე ინფორმაციით, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„ფორტუნა“ ინფორმაციის გადამოწმებას პარტიაში შეეცადა.

როგორც ნაციონალურ მოძრაობაში გვითხრეს, ინფორმაცია მათაც მედიიდან შეიტყვეს და ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

“კურიერმა” ინფორმაციის გადამოწმება პირადად გიორგი მარგველაშვილთან სცადა, თუმცა მან ამ ეტაპზე კამერის წინ გამოჩენა არ ისურვა, სატელეფონო კომენტარში კი ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა. ყოფილმა პრეზიდენტმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე – აპირებს თუ არა ის სათავეში ჩაუდგეს მიხეილ სააკაშვილის პარტიას.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად 15 აპრილს კიევში გამოჩნდა, მანამდე კი, გავრცელებული ინფორმაციით, მათ შეხვედრა ჰქონდათ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან.

კიევში ვიზიტის კომენტირებისას, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ჩასვლა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით გადაწყვიტეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g