LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი ნინო გვენეტაძის გადადგომის საკითხზე განცხადებას გააკეთებს

138

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 18:00 საათზეა ჩანიშნული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დღეს დატოვა.  გვენეტაძის განცხადებაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურმა გაავრცელა, გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებაა დასახელებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g