LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი – რაც ჩვენ ვნახეთ ერთი წლის წინ აფხაზეთში, რასაც ვხედავთ ოკუპირებულ ცხინვალში, ეს არის უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა

80

საქართველოს პრეზიდენტი წილკნის დევნილთა დასახლებაში ჩავიდა და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას ყოვლად ამაზრზენი მკვლელობა უწოდა და განაცხადა, რომ ეს მკვლელობა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ტრაგედიას დიდ ტკივილად დაემატა.

,,ჩვენ დავკარგეთ თანამებრძოლი. ადამიანი, რომელიც საქართველოს ემსახურებოდა, მათ შორის საერთაშორისო მისებში. მას საქართველოში ერთი ტყვია არ გაუსვრია. ის ემსახურებოდა სამშობლოს, სამხედრო სამსახურის შემდეგ კი, ცხოვრობდა უკვე მშვიდობიანი მოქალაქის ცხოვრებით. ვიზიარებთ ოჯახისა და ყველა ახლობლის ტკივილს.

სახელმწიფო უშიშროების სამსახური მუშაობს როგორც გადმოსვენების საკითხებზე, ასევე, ჩვენი ორი თანამოქალაქის დაბრუნების საკითხზე, რომელთა ბედიც ძალიან გვაღელვებს.

ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრაგედიის პარალელურად გამოჩნდეს ის სიმართლე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. ის, რაც ჩვენ ვნახეთ ერთი წლის წინ აფხაზეთში, ის რასაც ვხედავთ აქ, ეს არის უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა – სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტურად დამტკიცდეს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g